ბათუმში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

25-01-2024 05:03
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ბათუმში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ. დაკარგული ქიშო დოლაბერიძის მეუღლის ინფორმაციით, ის ფეხით გადაადგილდება და ბოლოს ქუთაისის მიმართულებით გადაადგილდება.

დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე. 23 იანვრის 14:00 -დან-15:00 საათის შემდეგ ვერ ვუკავშირდებით. ხელვაჩაური-ბათუმი-ქუთაისის გზის ტერიტორიებზე იქნებ შენიშნეთ ვინმემ... კამერების გადამოწმებით ირკვევა, რომ ბოლოს ბათუმიდან გამოდის ქუთაისის მიმართულებით… გადაადგილდება ფეხით… პოლიცია ვერ პოულობს ჯერჯერობით, მხოლოდ თქვენი იმედიღა შეგვრჩა, რომ უფრო მალე თქვენ დაგვეხმარებით. თუ ვინმემ დაინახეთ, ან დაინახავთ, დარეკეთ ამ ნომერზე : 597 82 88 02 მაგდა,“ - წერს დაკარგული კაცის მეუღლე.

პოსტი ნახა: 328


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე