მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ( აპრილი, მაისი, ივნისი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1200 პირი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 828 პირს დაუდასტურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 1174 კაცია, საიდანაც 821-ს დადებით შედეგი ჰქონდა. ხოლო 26 ქალიდან, ნარკოტიკული თრობა 7-ს დაუდასტურდა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალშივე, შემოწმებული 5 არასრულწლოვანიდან 2-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.