მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება.
სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, შემთხვევების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:
ფიზიკური - 212;
ფსიქოლოგიური - 187;
სექსუალური - 79;
უგულებელყოფა - 140;
იძულება - 8;
ეკონომიკური ძალადობა - 5;
ადრეული ქორწინება - 112;
შრომითი ექსპლუატაცია - 0;
ბულინგი/კიბერბულინგი - 12;
სხვა - 202.