ABC News - აშშ-მა 10-მდე არალეგალი მიგრანტი გუანტანამოს ყურეში გადაიყვანა

ABC News - აშშ-მა 10-მდე არალეგალი მიგრანტი გუანტანამოს ყურეში გადაიყვანა

8 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-მა 10-მდე არალეგალი მიგრანტი გუანტანამოს ყურეში გადაიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ABC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა, ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოდან გაფრინდა და გუანტანამოს ყურეში სამშაბათს საღამოს ჩაფრინდა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტრიშა მაკლაფლინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავში 9-10 მიგრანტი იმყოფებოდა, კერძოდ, ვენესუელური კრიმინალური დაჯგუფების Tren de Aragua-ს წევრები.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც პენტაგონს გუანტანამოს ყურის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე არალეგალი მიგრანტების დასაკავებლად შესაბამისი დაწესებულების მომზადებას ავალებს.

„ხელს ვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რომ დავავალო თავდაცვისა და შიდა უსაფრთხოების უწყებებს, დაიწყონ 30 000-ადგილიანი მიგრანტების დაწესებულების მომზადება გუანტანამოს ყურეში“, - განაცხადა ტრამპმა.

პოსტი ნახა: 110


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!