ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.