ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია ზვავსაშიშროების გამო, დროებით შეწყვეტილია.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები შესაძლებლობისთანავე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა დღეს ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული. ასევე, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.