სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
მისივე განცხადებით, 4 პირი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
"5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით იყო წასული ე.წ. ბურანებით, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა. 4 ადამიანი არის სამშვიდობოს გამოსული, ხოლო ერთი ადამიანი კვლავ არის მოყოლილი თოვლის მასაში. ვინაიდან, ადგილი ფეხით მისასვლელად ძალიან რთულია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფო წესით გამოგზავნა ვერტმფრენი და შესაბამისი რაოდენობის მაშველები. გადაყვანილები არიან ადგილზე.
მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები. ჯერჯერობით ადამიანი არ არის ნაპოვნი და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს", - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.