ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რა დროსაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, დედა-შვილი ტაქსით გადაადგილდებოდნენ.
სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ცნობით, დაშავდა ოთხი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ.