ბექა ლილუაშვილი - საზოგადოება კარგად ხედავს, რომელი პარტიის უკან რა ფული და რესურსია, ჩვენი დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა

ბექა ლილუაშვილი - საზოგადოება კარგად ხედავს, რომელი პარტიის უკან რა ფული და რესურსია, ჩვენი დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა

საზოგადოება კარგად ხედავს, რომელი პარტიის უკან რა ფული და რესურსია. ჩვენი დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „„ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი ერთობა – გვარამია, მელია“ დაფინანსებას არ ასაჯაროებენ“.

„სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვყავს ოლიგარქები, არ გვაფინანსებენ ოლიგარქები. არც ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ოლიგარქი გვყავს, არც კეზერაშვილის, არც ზოგიერთი უფრო მიკრო დონის ოლიგარქი. ამიტომ ჩვენი დაფინანსება სრულიად გამჭვირვალეა. ამის მიღმა სხვა პარტიების ფინანსებში არ შევალ, საზოგადოება კარგად ხედავს, რომელი პარტიის უკან რა ფული და რესურსი დგას. ჩვენსასაც კარგად ხედავენ. კარგად იცნობენ ჩვენი გუნდის წევრებს, თავმჯდომარიდან დაწყებული და თითოეული ჩვენგანით დამთავრებული, რა დაფინანსების წყაროები გვაქვს და ამის ანგარიშგებას ვახდენთ.

დღეს, ერთი მხრივ, სახელისუფლო პარტია კორუფციითა და არაკანონიერად ნაშოვნ ფულს იყენებს არჩევნებისთვის, აღარ ვლაპარაკობ უზარმაზარ ფინანსურ რესურსზე, რომელიც თვითონ ბიძინა ივანიშვილს აქვს, მეორე მხრივ, ოპოზიციურ ველზე ასევე არიან ოლიგარქები, რომლებიც პარტიებს, ტელევიზიებს და ასე შემდეგ, აფინანსებენ. სწორედ ეს არის ჩვენი პარტიის მიზანი, დავასრულოთ ოლიგარქია ეკონომიკაშიც და პოლიტიკაშიც“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პოსტი ნახა: 54


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!