„გორმედში“, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 30 წლის ქალის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას ითხოვენ

„გორმედში“, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 30 წლის ქალის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას ითხოვენ

28-08-2024 06:57

„გორმედში“ გარდაცვლილი 30 წლის მშობიარე ქალის, მაგდა ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას ითხოვენ.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, მზია კობერიძე აღნიშნავს, ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობასა და პაციენტის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„ორსულს აღნიშნულ კლინიკაში არ უნდა ემშობიარა, ის სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა გაეგზავნა გინეკოლოგს, ნინი შერმადინს, რომელსაც ორსულობა მიჰყავდა. შერმადინი ძალიან კარგად იცნობდა გარდაცვლილის ანამნეზს, ქალბატონი პრობლემებით სავსე იყო, მაღალი წნევები ჰქონდა. ექიმი მის 37 კვირამდე მიყვანას ელოდებოდა, როცა ასეთი პაციენტის 37 კვირამდე მიყვანა არ შეიძლებოდა და 27 კვირაზე უნდა ემშობიარა, თან სპეციალიზებულ კლინიკაში. პაციენტს პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ ყურადღება არ მიექცა და ეს ფატალური შედეგი თავიდან ვერ აიცილეს. მას სათანადო კვლევები ვერ ჩაუტარდა, ჰემოგლობინის კვლევა რომ ჩაეტარებინათ, მიხვდებოდნენ, რომ დენა იყო დაწყებული. ოჯახს ასევე პრეტენზიები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ საერთოდ არ იცოდნენ, რა ხდებოდა, არავინ აყენებდა მათ საქმის კურსში, ექიმიც არ გამოსულა. მთელი რიგი დარღვევებია, რაზეც გამოძიება დაწყებულია და რეგულირებასაც მოკვლევა დაწყებული აქვს. დაკითხული არიან გარდაცვლილის დედა და მეუღლე.

ახლა ამტკიცებენ, თითქოს, აღნიშნულ საავადმყოფოში მოხვედრა იმიტომ მოხდა, რომ მას მშობიარობა ჰქონდა დაწყებული, არადა ის ჩვეულებრივ ვიზიტზე მივიდა ექიმთან და მათ მიიღეს უცებ გადაწყვეტილება, რომ საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ.

ოჯახის პოზიციაა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაისაჯონ, რადგან მათ პაციენტს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს“, - განაცხადა კობერიძემ.

პოსტი ნახა: 77


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!