ჩრდილოეთ ოსეთში სუ-34 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა

ჩრდილოეთ ოსეთში სუ-34 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა

პოსტი ნახა: 1285

ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სუ-34 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ორი პილოტი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სუ-34 გეგმური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე