საპენსიო სააგენტოს 31 მაისის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 519 ათასი ადამიანია.
ამავე მონაცემების მიხედვით, საპენსიო აქტივების ღირებულება 5.1 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ამასთან, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 10 356-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 35.3 მლნ ლარი.