დღეიდან გაზის ტარიფი მცირდება

დღეიდან გაზის ტარიფი მცირდება

01-09-2023 03:44
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

დღეიდან, ბუნებრივი აირის საფასური მცირდება.

თბილისში, კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ღირებულება 11 თეთრით, რეგიონებში კი 13 თეთრით დაკორექტირდა. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“, დედაქალაქში კი "თბილისი ენერჯის" მომხმარებელს შეეხება.

გაზგამანაწილებელმა კომპანიების ინფორმაციით, "თბილისი ენერჯის" მომხმარებლებისთვის კომერციული ტარიფი 1,35 თეთრის ნაცვლად, 1,24 თეთრით განისაზღვრება, "სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში კი ახალი ტარიფი 1,38 თეთრის ნაცვლად 1,25 თეთრი იქნება.

თუმცა, უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან გაიზარდა. რეგიონების შემთხვევაში ტარიფმა 1.15 ლარიდან 1.38 ლარამდე მოიმატა, დედაქალაქში კი 1.10 ლარიდან 1.35 ლარამდე.

პოსტი ნახა: 1022


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!