„ძლიერი ქარი, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი“ – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

„ძლიერი ქარი, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი“ – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

06-11-2023 15:35
კატეგორიები: საინტერესო ამბები

საქართველოში, მომდევნო დღეების განმავლობაში, ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 7 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში უმეტესად უნალექოდ. 7 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც. 9 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7 ნოემბრის დილამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან შესაძლოა იწვიმოს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დედოფლისწყარო,): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

პოსტი ნახა: 408


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!