საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, სოფელ კირბალთან მომხდარი მკვლელობისა და გატაცების ფაქტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ვუსამძიმრებ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების დროს მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს. მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", - აღნიშნავს მინისტრი.