ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.
„ძალიან სერიოზული განვითარება, რომელიც ასახავს ქართული კონფლიქტის ადამიანურ ფასს“, - წერს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი „ტვიტერის“ გვერდზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ძალის გამოყენებას