ეკონომიკის სამინისტრო - სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, გასულ წელს 2018 წელთან შედარებით, 42%-ით არის შემცირებული

ეკონომიკის სამინისტრო - სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, გასულ წელს 2018 წელთან შედარებით, 42%-ით არის შემცირებული

12-03-2024 10:31
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებიდან დღემდე სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - უბედური შემთხვევები 2018 წელთან შედარებით 2023 წელს 42%-ით არის შემცირებული.

როგორც მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მან ამ კონტექსტში შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას გაუსვა ხაზი.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომითი ნორმების დაცვისთვის განხორციელებული ინსპექტირებების რაოდენობა, რომელმაც 2023 წელს 5 847-ს მიაღწია და 154 ათასამდე დასაქმებული მოიცვა“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესრულების ანგარიში მოისმინა.

პოსტი ნახა: 190


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!