ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ამით გაგრძელდება მოსკოვისთვის ომის დასაფინანსებელი შემოსავლების ჩამორთმევა“, - წერს კალასი.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზარალისთვის, რასაც იწვევს.
ამასთან, ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციები კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.
„ეს ეკონომიკური ზომები, რომელიც პირველად 2014 წელს დაწესდა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ“, - აღნიშნულია პრესრელიზში.