ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

23-10-2024 08:06

ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილს, გიორგი ბუბუტეიშვილს, დავით მაჭარაშვილსა და ჯემალ ფირანიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

მისი განმარტებით, მოწმეები ადგილზე არსებულ დაპირისპირებაში რამდენიმე პირის არსებობას უთითებენ.

„მოწმეები უთითებენ, რომ არ იცოდით ბალარჯიშვილს სად მიყვებოდით, მაგრამ ფაქტს შეესწარით და თქვენივე სიტყვებით, რომ ვთქვათ, „შარში გაეხვიეთ“. „ლენდროვერის“ მანქანიდან ანაწმენდები და სუნის ნიმუშებია ამოღებული, ამით მარტივად დადგინდება ვინ იმყოფებოდა იქ. შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, იქ კამერებიც არსებობს, რითაც დადგინდება, ვინ მივიდა იქ და ვინ მონაწილეობდა. თქვენს მიმართ აღკვეთის ღონისძიება რომ გამოვიყენო, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია საკმარისია.

რა ინფორმაციასაც თქვენ გვაწვდით, არადამაჯერებელი, მწირია. თქვენ საერთოდ უარყოფთ ყოველგვარ შემხებლობას, რაღაც ფაქტს რომ გვაწვდიდეთ, კიდევ შევაფასებდი, მაგრამ საერთოდ არაფერს გვაწვდით, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს.

ქმედება მოხდა 20 სექტემბერს, დაკავებული ხართ მეორე დღეს, შუადღის საათებში, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისი დრო გქონდათ მომხდარის შეტყობინებისთვის. ვიდრე გამოძიება დასრულდება, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნები იქნება, ვიდრე ვიდეომტკიცებულებებს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს“,- განაცხადა მოსამართლე ხუსკივაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა - „მოწმეები ვართ ჩვენ და რა ზემოქმედებას მოვახდენთ?!“, რაზეც მოსამართლემ განუმარტა, „მოწმეები თუ ხართ, [სასამართლოს] შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ“.

პროკურატურა დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი - ყველა მათგანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

დაკავებული პირებიდან დანაშაულს არც ერთი არ აღიარებს.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ 37 წლის ტატო ფირცხალაიშვილი მოკლეს, იოსებ ბალარჯიშვილი კი დაიჭრა. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა ბალარჯიშვილი მკვლელობის ბრალდებით, მისი თანმხლები პირები კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

პოსტი ნახა: 36


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!