განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თურქეთის მოქალაქეს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თურქეთის მოქალაქეს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 17

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თურქეთის მოქალაქეს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ჰ. ქ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - თურქეთის მოქალაქეს, 1984 წელს დაბადებულ ბ. ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჰ. ქ. ბრალდებულის სახით დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე