გაქცეული პატიმრების საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს. დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებით სარგებლობს.
მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება საგამოძიებო უწყება საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელს.
1-ელ ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. 2 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა.