სათამაშო ბიზნესის მიმართ საგადასახადო პოლიტიკა მკაცრდება

სათამაშო ბიზნესის მიმართ საგადასახადო პოლიტიკა მკაცრდება

04-11-2023 09:12
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

მთავრობა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთს ცვლის. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზრდება; მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება. ამ ცვლილებით ბიუჯეტში დამატებით, 400 მილიონი ლარის მობილიზება გახდება შესაძლებელი.

"სათამაშო ბიზნესის მიმართ საგადასახადო პოლიტიკა მკაცრდება, მკაცრდება მიდგომა დარგის მიმართ, იზრდება საპროცენტო განაკვეთი. ეს სწორედ მიყვება იმ გზას, რასაც ჰქვია გამკაცრებული პოლიტიკა სათამაშო ბიზნესის მიმართ, რომელიც, ბუნებრივია, შეზღუდავს საზოგადოების ჩართულობის მაჩვენებელსაც და, აგრეთვე, ბიუჯეტს მისცემს დიდი შემოსავლებს იმისათვის, რომ მობილიზებული თანხა, ასეულობით მილიონი ლარი მოხმარდეს იმ მიზნებს, რომლებიც საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. ყველა მიმართულებით მწყობრად მიდის პოლიტიკა - გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა, აკრძალულ პირთა სიაში მობილიზებულია მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი, რომელთაც აკრძალული აქვთ აზარტულ თამაშებში ჩართვა," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

სამოქალაქო მოძრაობის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" პრეზიდენტი თამარ ჯაფარიძე ინიციატივას იწონებს, თუმცა აღნიშნავს, რომ აუცილებელია პრევენციული გზების მოძიებაც.

"ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ის რაზეც პრემიერმა ისაუბრა. სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა აუცილებელია. ვალდებულება უნდა აიღოს სათამაშო ბიზნესმა, რომ მაქსიმალურად ჩაჯდეს რეგულაციების ჩარჩოში, რომ არ დაარღვიოს კანონი. შეზღუდვასთან ერთად აუცილებელია პრევენციული გზების მოძიება, რომელზედაც, ამ წუთში, პარლამენტის საკომიტეტო განხილვებიც მიმდინარეობს,"- აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

პოსტი ნახა: 265


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!