გერმანიაში, ქურდობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ქურდობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

30-01-2024 05:08
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

გერმანიაში ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, საქართველოს მოქალაქესთან ერთად რუსეთის მოქალაქეც დააკავეს. დაკავებულებმა ჰამბურგში მდებარე ერთ-ერთ პარფიუმერიულ მაღაზიაში ქურდობა ჩაიდინეს. მათ სუნამოები ქურთუკების შიდა ჯიბეებში დამალეს, თუმცა მათი ეს ქმედება დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა.

ორივე ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საქმე ქურდობის ფაქტზე აღიძრა.

პოსტი ნახა: 174


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!