UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ორგანიზაციის ეგიდით მორიგ ბრძოლას უგანდელი დევიდ ონამას წინააღმდეგ ჩაატარებს.
ქართველისა და უგანდელის დაპირისპირება 2025 წლის 7 აპრილს ლას ვეგასში, ქვემსუბუქ დივიზიონში შედგება. 30 წლის ონამა ჭიკაძესთან ბრძოლას ზედიზედ 3 გამარჯვებით ხვდება, ხოლო საერთო ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში მის ანგარიშზე 13 მოგება და 2 მარცხია.
რაც შეეხება ჭიკაძეს, 36 წლის მებრძოლმა MMA-ში კარიერის მანძილზე 15-ჯერ გაიმარჯვა და 4-ჯერ დამარცხდა. ბოლოს მან 2024 წლის ივლისში არნოლდ ალენთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით წაგებულად გამოცხადდა.
ამჟამად გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ხოლო ონამას წარმატების შემთხვევაში შანსი აქვს, საუკეთესო 15 მებრძოლს შორის მოხვდეს.