გიორგი ამილახვარი - სამინისტრომ დაახლოებით 30 სკოლის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეცია და დირექტორი დანიშნა - ჩვენ რომ პოლიტიზება გვნდომოდა, ავდგებოდით და 2000-ვე სკოლაში დისკრეციას გამოვიყენებდი

გიორგი ამილახვარი - სამინისტრომ დაახლოებით 30 სკოლის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეცია და დირექტორი დანიშნა - ჩვენ რომ პოლიტიზება გვნდომოდა, ავდგებოდით და 2000-ვე სკოლაში დისკრეციას გამოვიყენებდი

16-09-2024 06:20

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 30 სკოლის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეცია და დირექტორი დანიშნა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ რომ პოლიტიზება გვნდომებოდა, ავდგებოდით და 2000-ვე სკოლაში დისკრეციას გამოვიყენებდი და არც კომისიას და არც სამეურვეო საბჭოებს არ მივანდობდი ამას და ამას კანონის სრული საფუძვლები მაქვს. პირიქით ვქენით, საერთოდ განვერიდეთ და ერთეულ შემთხვევებში მოვახდინეთ ჩარევა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი სკოლა იყო ისეთი, სადაც დირექტორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად განაცხადი არავინ შეიტანა და ასეთ სკოლებში კონკურსი ახლიდან უნდა გამოცხადდეს.

„ყველა საჯარო სკოლაში, სადაც ვაკანტური იყო, ან ვადა ჰქონდათ გასული, ან მოვალეობის შემსრულებელი იყო, გამოვაცხადეთ კონკურსი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ძალიან ბევრ საჯარო სკოლაში გამოცხადებულ კონკურსებში, სამწუხაროდ, არავინ არ შეიტანა განაცხადი. ბუნებრივია, აქ თავიდან გვექნება კონკურსი ჩასატარებელი, სხვა არანაირი ბერკეტი სამინისტროს არ ჰქონდა, როდესაც არავინ არ არის კანდიდატი, ვერც ვერავის ვერ დანიშნავ, ამიტომ დარჩა მოვალეობის შემსრულებელი ის, ვინც მანამდე მართავდა.

რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ან კომისიებმა შეარჩიეს და წარუდგინეს სამეურვეო საბჭოებს და მათ აირჩეს - 90%-ის განხორციელება ასე მოხდა თუ მეტის არა და მხოლოდ რამდენიმეში, თუ სწორად მახსოვს 30-მდე სკოლა იყო, სადაც იქნა მთელი ქვეყნის მასშტაბით დისკრეცია გამოყენებული და ბუნებრივია, ჩვენ უნდა დაგვენიშნა ის ადამიანები, ვინც კომისიამ შეარჩია და რამდენიმეჯერ ვერ მოხდა სამეურვეო საბჭოს მხრიდან არჩევა და რეალურად სკოლა მართვის საფრთხის ქვეშ იყო. ეს იყო ძალიან ინდივიდუალური ერთეული შემთხვევები. არც ერთ კანდიდატზე არ მოგვისმენია არგუმენტი, რომ ვინმე არის არაკვალიფიციური, ვინმე არ შეესაბამება სტანდარტებს და ვინმეს არ შეუძლია სკოლის მართვა“, - განაცხადა ამილახვარმა.

პოსტი ნახა: 59


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!