შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად ზურა ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად ზურა ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

16-09-2024 06:30

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

კერძოდ, პაპუაშვილთან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, ბაია კვიციანი.

პანაშვიდი საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიაში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

პოსტი ნახა: 57


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!