ქობულეთის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლეს ემშვიდობება

ქობულეთის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლეს ემშვიდობება

17-04-2025 20:12
კატეგორიები: რეგიონი საზოგადოება
პოსტი ნახა: 656

ქობულეთის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლის დაღუპვის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„გაზაფხული სიცოცხლის დღესასწაულია, მაგრამ ჩვენს სკოლას შემოდგომის სუსხმა დაუბერა… სევდანარევი გაზაფხულის სიო დაქრის ჩვენი სკოლის კედლებში…

ქობულეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა რიგებს გამოაკლდა სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, ადამიანობაზე თავდადებული, მშრომელი, მეგობრული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე, რომელმაც ამქვეყნიური ცხოვრების პატარა მონაკვეთში უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა…

მე-7 დ კლასის საკლასო ოთახს სამწუხაროდ ვეღარ შეაღებს ანანო შაინიძე. გლოვობს კლასი, გულდამძიმებულნი დადიან მასწავლებლები, აკლია მეგობრებს…

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ქალაქს ქვეყანას!..

მარადიული სასუფეველი მიმადლოს უფალმა!.. დაე, მისმა ნათელმა სულმა იქ დაივანოს, ,,სადაცა მართალნი განისვენებენ!“ – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე