გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი 31 მაისს გაიხსნება

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი 31 მაისს გაიხსნება

25-05-2024 04:53
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 31 მაისს გაიხსნება.

საზეიმო ღონისძიებები გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ გაიმართება.

აქტივობები 13:00 საათზე დაიწყება.

როგორც „გორის მაცნესთან“ საუბარში გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, ტურისტული სეზონის გახსნა საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.

„ამ დღესთან დაკავშირებით, მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ. ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის თემატიკასთან დაკავშირებით, ასევე, მოეწყობა გამოფენა. აქტივობაში ჩაერთვებიან საბავშვო ბაღები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის თემატიკით საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ. ღონისძიებაში იგეგმება სასკოლო ტურისტული, მოგაზურთა და ჯიპ ტურის კლუბების ჩართვა“, - აღნიშნა რობერტ მაღლაკელიძემ.

პოსტი ნახა: 129


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!