გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა - არიან დაშავებულები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა - არიან დაშავებულები

23-02-2024 04:44
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბარჯისხევთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა რის გამოც, 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და “ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა, სადაც მგზავრები იმყოფებოდნენ.

დაშავებულები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

მიკროავტობუსს მოქალაქეები თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

პოსტი ნახა: 408


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე