იმერეთში, მდინარე რიონზე ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

იმერეთში, მდინარე რიონზე ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

02-04-2024 05:49
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, მდინარე რიონზე, გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 32 კილოგრამი თევზი.

თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით თევზი დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-4 ნაწილით.

პოსტი ნახა: 230


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე