ომბუდსმენი - შოვის ტრაგედიის საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით

ომბუდსმენი - შოვის ტრაგედიის საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით

02-04-2024 05:43
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა - გამოძიების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს [შსს] მიერ საკუთარი საქვეუწყებო დაწესებულების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოძიება,- ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის ანგარიშში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით არის აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შოვში სამაშველო ოპერაციის დროულად და ადეკვატურად დაგეგმვის, მართვის და განხორციელების საკითხი.

„სახალხო დამცველის პოზიციით, შოვის ტრაგედიის საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით.

გამოძიებამ უნდა შეისწავლოს სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შესრულების/შეუსრულებლობის, რისკის/საფრთხის შემცველი სიტუაციების რეგულაციის, პრევენციული და რეაქციული ღონისძიებების გატარების საკითხები, ხოლო საჭიროებისას გამოიყენოს სხვა ქვეყნის საექსპერტო დახმარება.

მოცემულ ეტაპზე შესაძლებელია აღინიშნოს, რომ, შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა. კერძოდ, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შოვში სამაშველო ოპერაციის დროულად და ადეკვატურად დაგეგმვის, მართვის და განხორციელების საკითხი, ხოლო გამოძიების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს მიერ საკუთარი საქვეუწყებო დაწესებულების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოძიება“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში.

პოსტი ნახა: 122


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!