ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ვაკორექტირებთ წლევანდელ ბიუჯეტს, შევა ცვლილებები და 500 მილიონი ლარით გაიზრდება

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ვაკორექტირებთ წლევანდელ ბიუჯეტს, შევა ცვლილებები და 500 მილიონი ლარით გაიზრდება

15-09-2023 03:39
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შევა ცვლილებები და 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„წლევანდელი ბიუჯეტი დავგეგმეთ საკმაოდ კონსერვატიულად. ეს იყო 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შევა ცვლილებები და 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი. ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, რაში გადანაწილდება ეს თანხა. უკვე მესამე წელია, დაგეგმილ ბიუჯეტს ვცვლით და ვზრდით. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება მოვახერხეთ ამ ბოლო წლებში. იგივე, სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა - 880 სკოლა, 1000-ზე მეტი ბაღი [რეაბილიტირდა]. სოციალური დახმარებები გავზარდეთ. თითოეულ სოციალურად დაუცველზე 200 ლარის ოდენობის დახმარება გაიცემა. ეს არის წელიწადში 500 მილიონ ლარზე მეტი. ხელფასები გავუზარდეთ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. პოლიციელებს და ჯარისკაცებს ჯამში 40 %-ით გაეზარდათ ხელფასები. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. კიდევ გაეზრდებათ საჯარო მოხელეებს ხელფასი. ჯამში პოლიციელებს და ჯარისკაცებს ჯამში 50%-იანი ზრდა გამოუვათ და საჯარო მოხელეებს 30%-იანი ზრდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოსტი ნახა: 247


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!