ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

9 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პოსტი ნახა: 242


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე