ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ე.წ. აგენტების კანონის თავიდან დაინიცირების არ აპირებს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ე.წ. აგენტების კანონის თავიდან დაინიცირების არ აპირებს

13-12-2023 06:27
კატეგორიები: პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ე.წ. აგენტების კანონის თავიდან დაინიცირების და მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს.

როგორც კობახიძე აცხადებს, მიუხედავად, იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება, მსგავსი კანონის დაინიცირება „ქართული ოცნების“ გეგმებში არ შედის.

მისივე თქმით, საზოგადოებას დღესაც არ აქვს ინფორმაცია უცხოური დაფინანსების 95%-ის შესახებ.

„ჩვენს გეგმებში ეს არ შედის. დღეს საზოგადოება კანონის გარეშეც საკმარისად არის ინფორმირებული ამის შესახებ, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებლობას, რომ ასეთი კანონი იყოს დაინიცირებული და მიღებული,“ - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ბევრად უფრო მკაცრ რეგულაციებს მოიცავს, ვიდრე ის, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო ინიცირებული.

„რეალურად, ის დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიის მხრიდან არის შეთავაზებული არის არა მარტო იმის ანალოგი, რაც პარლამენტში იყო ჩვენთან დაინიცირებული, არამედ შეიცავს ბევრად უფრო მკაცრ რეგულაციებს და შეზღუდვებს იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან. აქ იყო სპეკულაცია. ჩვენთან ინიცირებულ კანონს დაარქვეს „რუსული კანონი“, მაშინ, როდესაც ახლა ამ კანონს განიხილავს უშუალოდ ევროკომისია, ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი სტრუქტურა. აქედან ჩანს, თუ რამდენად ყალბი იყო ის კამპანია, რომელიც წარიმართებოდა ჩვენს ქვეყანაში. ერთადერთი მზიანი ჰქონდა თავის დროზე ამ კამპანიას, რომ NGO-ების დაფინანსება არ გამხდარიყო გამჭვირვალე, იმიტომ რომ ამ ფინანსების დიდი ნაწილი მიმართული იყო რევოლუციური პროცესებისკენ, ექსტრემიზმისკენ და, რა თქმა უნდა, ამ NGO-ებს და მათ დონორებს არ უნდოდათ ამ ფინანსების გასაჯაროება, თუმცა საბოლოო ჯამში მათ მაინც მიიღეს პასუხი რეალურად. საზოგადოებამ გაიგო ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იღებს ფინანსებს ექსტრემიზმისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის და აქედან გამომდინარე, დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მეტად არის შეიარაღებული ინფორმაციით ამ პროცესებთან დაკავშირებით, ვიდრე მანამდე, სანამ ამ კანონის ინიცირება მოხდებოდა,“ - განაცხადა კობახიძემ.

პოსტი ნახა: 272


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!