ივლისში საარსებო მინიმუმი 4.7 ლარით შემცირდა - საქსტატი

ივლისში საარსებო მინიმუმი 4.7 ლარით შემცირდა - საქსტატი

15-08-2023 05:40
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 4.7 ლარით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 249,8 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 254,5 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-7 თვეში 221,3 ლარით განისაზღვრა. მაშინ, როცა 2023 წლის ივნისში 225,4 ლარი, ხოლო 2022 წლის ივლისში -217,3 ლარი იყო.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

პოსტი ნახა: 343


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!