Reuters - კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5 მკვეთრად იზრდება და უკვე 50 ქვეყანაში დაფიქსირდა

Reuters - კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5 მკვეთრად იზრდება და უკვე 50 ქვეყანაში დაფიქსირდა

15-08-2023 05:54
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 571

გამოცემა Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება.

როგორც ცნობილია, EG.5 იგივე „ერისი“ კორონვირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ახალი შტამის გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე