ჯანდაცვის სამინისტრო - სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 33 პირი გადაიყვანეს, საიდანაც 13 აქციის მონაწილე იყო, 4 მედიის წარმომადგენელი, ხოლო 16 შსს-ს თანამშრომელი

29-11-2024 14:51
კატეგორიები: საზოგადოება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 33 პირი გადაიყვანეს, საიდანაც 13 აქციის მონაწილე იყო, 4 მედიასაშუალების წარმომადგენელი, ხოლო16 შსს-ს თანამშრომელი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.

„რამდენიმე დაშავებული კლინიკაში რჩება მედიკოსების რეკომენდაციის შესაბამისად“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, აღნიშნული სტატისტიკა არ მოიცავს იმ პირებს, ვინც თვითდინებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

პოსტი ნახა: 354

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!