ჯო ბაიდენი „მეტას“ გადაწყვეტილებას ფაქტების გადამოწმების პროგრამის დასრულების შესახებ სამარცხვინოს უწოდებს

ჯო ბაიდენი „მეტას“ გადაწყვეტილებას ფაქტების გადამოწმების პროგრამის დასრულების შესახებ სამარცხვინოს უწოდებს

11-01-2025 16:11
კატეგორიები: მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „მეტას“ გადაწყვეტილებას ფაქტების გადამოწმების პროგრამის დასრულების შესახებ სამარცხვინოს უწოდებს.

ბაიდენის თქმით, ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს მილიონობით ადამიანს წაიკითხოს ის, რაც უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს სრულიად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ამერიკა წარმოადგენს. ჩვენ სიმართლის თქმა გვსურს. ჩვენ, როგორც ერი ამას ყოველთვის არ ვაკეთებდით. ჩვენ გვინდა, სიმართლე გითხრათ. იდეა, რომ მილიარდერს შეუძლია, რამე იყიდოს და თქვას: იცი? ჩვენ აღარ ვაპირებთ ფაქტების გადამოწმებას. ამ დროს კი მილიონობით ადამიანი ონლაინ კითხულობს სხვადასხვა ინფორმაციას. ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პოსტი ნახა: 281


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!