კახა კალაძე - არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ გაერთიანება - გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს, ხაზარაძე - „თვალთხარიას“ - ოპოზიციის მთავარი საზრუნავი ბარიერთან მიახლოება და მისი გადალახვა იქნება

კახა კალაძე - არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ გაერთიანება - გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს, ხაზარაძე - „თვალთხარიას“ - ოპოზიციის მთავარი საზრუნავი ბარიერთან მიახლოება და მისი გადალახვა იქნება

15-07-2024 06:01

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი მთავარი საზრუნავი ბარიერთან მიახლოება და მისი გადალახვა იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისთან გაერთიანდება.

„მე არ ვიცი რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს, ხაზარაძე „თვალთხარიას“ ეძახდა. არ ვიცი ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს?! რაღაც ლოგიკა ხომ არსებობს?! თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვისთან გაერთიანდება. მთელი ოპოზიციური სპექტრი გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად, ცალ-ცალკე პარტიებად იყვნენ წარმოდგენილები, ყველასთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდეს და ზოგიერთებმა საარჩევნო ბარიერი გადალახონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

პოსტი ნახა: 55


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!