კახა კალაძე კოალიციურ მთავრობაზე - ოპოზიციას ჯერ ხალხის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ

კახა კალაძე კოალიციურ მთავრობაზე - ოპოზიციას ჯერ ხალხის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

ოპოზიციას ჯერ ხალხის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ხედავთ, როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ, თვითონ სალომე ზურაბიშვილი მაშინ სჭირდებოდათ, როდესაც პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა და დღეს ვხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „პლატფორმა საპარლამენტო არჩევნებისთვისა და კოალიციური მთავრობის შექმნისთვის ემზადება“.

კალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ თავისი გეგმები აქვს.

„ჯერ ხალხის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ, არანაირი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ხედავთ თუ როგორ არიან დაქსაქსულები, ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ, თვითონ სალომე ზურაბიშვილი მაშინ სჭირდებოდათ, როდესაც მას პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა და დღეს, ვხედავთ თუ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. არ მაინტერესებს მათი განცხადებები და პლატფორმები, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს - ვემზადებით არჩევნებისთვის. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხისგან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძემ ისაუბრა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაზე და განაცხადა, რომ თუ აშშ „დიფ-სთეითს“ დაამარცხებს, ეს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზეც აისახება.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ პროცესებს ვაკვირდებით, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ „დიფ-სთეითს“ დაამარცხებდა, პროცესი მიმდინარეობს, ჯერ „დიფ-სთეითი“ დამარცხებული არ არის, რომელსაც, ცხადია ღრმა ფესვები აქვს გადგმული არამარტო ჩვენს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დავაკვირდებით, რა, როგორ წარიმართება და თუ აშშ „დიფ-სთეითს“ დაამარცხებს, ეს ჩვენზეც და ჩვენს ურთიერთობებზეც აისახება.

აშშ-იც არსებობს პრობლემები და გამოწვევები, იქაც არსებობს, „დიფ-სთეითი“ თუ არსებობს. დაველოდოთ როგორ წარიმართება პროცესები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

პოსტი ნახა: 128


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე