RSS

07-03-2026 12:03

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე. „ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს. „მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

07-03-2026 10:35

შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა, - ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს. „გემი უკრაინის სანქციების სიაშია. მისი საკუთრების სტრუქტურა დაუდგენელია და არსებობს ეჭვი, რომ დაზღვეული არ არის. გასულ ზაფხულს გემმა რუსული დროშა გვინეის დროშით შეცვალა“, - განაცხადა შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, კარლ-ოსკარ ბოლინმა. გამოცემა SVT უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს, რომ გემი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდან მარცვლეულის ქურდობაში იყო ჩართული. შვედეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, გემი სანქტ-პეტერბურგში მიცურავდა.