ლარსზე ტრანსპორტის გადაადგილება ისევ შეზღუდვით მიმდინარეობს

ლარსზე ტრანსპორტის გადაადგილება ისევ შეზღუდვით მიმდინარეობს

08-12-2023 06:43
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ზემო ლარსზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით გადაადგილება თოვლისა და ლიპყინულის გამო შეზღუდულია.

სხვა ტიპის ავტომობილებისთვის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ზვავსაწინააღმდეგო გვირაბების გავლით მიმდინარეობს. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ამჟამად მოქმედი ერთადერთი საგუშაგოა რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე. მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც გადის მთავარ კავკასიონის ქედზე. ქართულ მხარეს საგუშაგოებს - ყაზბეგის და დარიალის საგუშაგოს უწოდებენ.

პოსტი ნახა: 253


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!