სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

08-12-2023 06:30
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 487,55 გრამი) გამოვლინდა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 49 870,6 ლარი შეადგინა.

„სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე, სანქციის სახით, 7509,9 ლარით დაჯარიმდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 271


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!