გარემოს ეროვნული სააგენტო 10 დეკემბერამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს:
თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 10 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
+8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.