ლევან იოსელიანი - ადამიანების მხრიდან თუნდაც გადაცდომას ჰქონდეს ადგილი, არანაირი გამართლება არ აქვს დაკავებისას ძალადობას, ასეთი დანაშაული გამოძიებული უნდა იქნეს

ლევან იოსელიანი - ადამიანების მხრიდან თუნდაც გადაცდომას ჰქონდეს ადგილი, არანაირი გამართლება არ აქვს დაკავებისას ძალადობას, ასეთი დანაშაული გამოძიებული უნდა იქნეს

30-11-2024 16:26
კატეგორიები: პოლიტიკა

ადამიანების მხრიდან თუნდაც გადაცდომას ჰქონდეს ადგილი, არანაირი გამართლება არ აქვს დაკავებისას ძალადობას, ასეთი დანაშაული გამოძიებული უნდა იქნეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ლევან იოსელიანმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაკავებისას ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ესა დანაშაულია.

„ერთი საკითხი არის, როდესაც აქციაზე მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას და ეს აქცია, შეიძლება, გასცდეს კანონით დადგენილ ფარგლებს.  ეს ხშირად ხდება ხოლმე და ყოველთვის მოვუწოდებ  ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ გასცდეს გამოხატვის ზღვარს, რადგან შემდეგ გადადის ძალადობაში. ადამიანების მხრიდან თუნდაც გადაცდომას ჰქონდეს ადგილი, ზოგმა, შეიძლება, სისხლის სამართლის დანაშაულიც ჩაიდინოს, არანაირი გამართლება არ აქვს დაკავების დროს ადამიანებზე ძალადობას. ადამიანმა, რომელსაც აკავებენ, უნდა მიიღოს დანაშაულის შესაბამისი სასჯელი. ანგარიშსწორება არცერთ კონტექსტში არ წერია, რომ უნდა დაიჭირო და ცემო. ასეთი რამ გაუმართლებელია, თორემ ვიღაც აქციაზე  რაღაცას რომ გადაამეტებს, არსებობს კანონი, რომელიც სამართლიანად უნდა აღსრულდეს. დაუშვებელია ადამიანებზე ძალადობა, ამას ვუსვამ მე ხაზს.

ყველა ვუყურებდით, აქცია რაღაც დროს იყო მშვიდობიანი, რაღაც მონაკვეთში ამან მიიღო სხვა ფორმები, გასცდა მშვიდობიანობას, მაგრამ თუნდაც ჭიჭინაძის ქუჩაზე რომ ვიღაცა რაღაცას არ ემორჩილებოდა, გასცდა, ვთქვათ, მშვიდობიანი აქციის ფორმას, ეს არ ნიშნავს, რომ რუსთაველზეც იგივე ხდებოდა. რუსთაველზე თუ მშვიდობიანად მიდის, იქ ადამიანებს უნდა შეეძლოთ, გააგრძელონ მშვიდობიანი აქცია. რეაგირება უნდა იყოს ინდივიდუალური. ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურად რაღაც კანონდარღვევას ახდენენ, პოლიციამ ინდივიდუალურად უნდა იმოქმედოს მათ მიმართ. სადღაც გასცდება, გასაგებია, მაგრამ სადღაც გაგრძელდება მშვიდობიანად. ყველაფრის ერთნაირად შეფასება და ერთ ჯამში მოხარშვა და ყველას მიმართ ერთი დამოკიდებულების ჩვენება არ არის სწორი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, დაკავების დროს ადამიანებზე ძალადობას არ აქვს გამართლება და ეს არის დანაშაული. ასეთი დანაშაულები უნდა იქნეს გამოძიებული“, – აღნიშნა იოსელიანმა.

პოსტი ნახა: 87


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!