ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხსოვნას პატივი მიაგო

ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხსოვნას პატივი მიაგო

13-03-2025 17:54
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1375

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის მინისტრებთან ერთად, 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„სამოქალაქო პანაშვიდზე, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს”, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და ორგანიზაციას, რომლებიც დაღუპულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესში იყვნენ ჩართული.

„დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხსოვნას. ისინი ემსახურებოდნენ ქვეყნის ინტერესებს და ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს - მათი მწუხარება ჩვენი საერთო ტკივილია. ჩვენი ვალია არასოდეს დავივიწყოთ ამ ადამიანების ღვაწლი, გავაგრძელოთ სწორი სამშვიდობო პოლიტიკის გატარება და მომავალ თაობებს თავისუფალი და გაერთიანებული საქართველო დავუტოვოთ.

მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და ორგანიზაციას, რომლებიც დაღუპულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 6 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (5 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

გადმოსვენებული 2 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე