მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის ძირითად ასპექტებზე, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკასა და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობასაც და აღინიშნა, რომ ამ კუთხით კატარის სახელმწიფო მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენს. ამასთან, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ავიაკომპანია „კატარის ავიახაზების“ წარმატებული ოპერირება საქართველოში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებისთვის.

პოსტი ნახა: 56


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!