მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა, რის გამოც, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერდა.
მგზავრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, "ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ. საბურთალოს ხაზზე მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.