თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

21-06-2024 02:16

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საგარეჯოში, კახეთის რეგიონის იმ სოფლების მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო პროგრამებთან და სერვისებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. სახელმწიფო მინისტრმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა კამპანიის მიმდინარეობა, ყურადღება გაამახვილა გამოვლენილ აქტუალურ საკითხებზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამომავლო ნაბიჯები, რომელიც გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება უწყების მიერ.

შეხვედრაზე თეა ახვლედიანის მხრიდან აღინიშნა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანია მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, საცხოვრებელ ადგილზე, ინტერაქციულ რეჟიმში, შესაბამისი პროფილური უწყების წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, განათლებისა და სახელმწიფო ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის მიზნით არსებულ შესაძლებლობებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე როგორც სოციალური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური მიმართულებებით, ასევე უფასო იურიდიული დახმარების თვალსაზრისით. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ აღნიშნული ყოველწლიური კამპანიის განხორციელება ტრადიციად იქცა და, მოსახლეობის მხრიდან მაღალი ინტერესის საპასუხოდ, მუდმივად ვითარდება და ფართოვდება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა.

ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მასშტაბით სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით წარიმართა.

„დღეს ჩვენ საგარეჯოში შევაჯამეთ კახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ოთხ მუნიციპალიტეტში მიმდინარე თემატური ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მეტად საინტერესოდ და სასარგებლოდ შეფასდა. ამგვარი შეხვედრები და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენ საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო ეფექტიანი და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული გავხადოთ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე განსაკუთრებით ჩვენი არაქართულენოვანი მოსახლეობის წვდომა, ხელი შევუწყოთ მათ ინფორმირებას გახსნილი შესაძლებლობების თაობაზე და, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში მათ სრულფასოვან ჩართულობას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

პოსტი ნახა: 110


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!