ოთარ შამუგია საჩხერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

ოთარ შამუგია საჩხერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

21-06-2024 02:42

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთში „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამით“ მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი შეხვედრების დროს წამოჭრილი საკითხების საფუძველზე ხდება ფერმერების საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება.

„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ფერმერებისთვის, რათა მათ შეძლონ აგროვადების დაცვით განახორციელონ საჭირო ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ წლებია ვახორციელებთ მასშტაბურ მხარდაჭერას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების კუთხით. შვიდი ათასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ტექნიკა შეიძინეს ფერმერებმა ჩვენი მხარდაჭერით. წელს დავიწყეთ ახალი პროგრამა უშუალოდ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მათ გადავცემთ ხელის ტრაქტორებს - მოტობლოკებს საკმაოდ მაღალი, 70 პროცენტიანი თანადაფინანსებით. მიმდინარე წელს 5 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს ამ მხარდაჭერას; განაცხადები უკვე შემოსულია სოფლის განვითარების სააგენტოში. მიმდინარეობს პროცედურული განხილვა და ყველა შესაბამისი განცხადება, რომელიც არის სათანადო წესით შევსებული და წარმოდგენილი დაკმაყოფილებული იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მათივე განმარტებით, ფერმერებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ახალი პროგრამით კმაყოფილები არიან. ტრაქტორების ქირაობა და მიწის დამუშავება, რიგების გამო, დროს მოითხოვდა და საკმაოდ დიდ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. ხელის ტრაქტორების შეძენა კი, დიდი შეღავათია.

„იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა და ბევრი მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება, მათ შორისაა მოტობლოკების დაფინანსების პროგრამაც, რაც ადგილობრივებისთვის სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალებაა.

მიმდინარე წლის 17 ივნისის მდგომარეობით, „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში მიღებული განცხადებიდან 1147-ზე მეტს უკვე დადებითი პასუხები ეცნობა, მათ შორის, იმერეთის რეგიონიდან 308, ხოლო უშუალოდ საჩხერის მუნიციპალიტეტიდან - 166 განმცხადებელს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს განაცხადების განხილვის პროცესი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 110


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!